ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პეტი ჯენკინსის ფილმში, Wonder Woman, გალ გადოტის ნაცვლად შარლიზ ტერონს უნდა ეთამაშა, თუმცა მას პროექტზე უარის თქმა მოუწია.

როგორც მოგვიანებით შარლიზმა განმარტა, მას საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდა და სწორედ ამიტომ ვერ მოახერხა ფილმში მონაწილეობა.

"პატი [ფილმის რეჟისორი] მოვიდა და მთხოვა ამ ფილმში მეთამაშა, ძალიან მინდოდა, თუმცა სამწუხაროდ იმ პერიოდში ძალიან რთული გრაფიკი მქონდა და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც Wonder Woman ვერ გავხდი", ამბობს შარლიზი.

ამავდროულად შარლიზმა კომენტარი გააკეთა ჰოლივუდში შრომის ანაზღაურებაში გენდერულ უთანასწორობაზე და თქვა, რომ სწორედ Wonder Woman უნდა იქცეს იმ ფილმად, რომელიც სამუდამო გარდატეხას შეიტანს ამ სიტუაციაში.