სეულის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადება და ამ პროცესში ადგილობრივი კომპანიებიც აქტიურად მონაწილეობენ. სწორედ ამიტომ, LG-მ ქვეყნის ყველაზე დიდ აეროპორტში, რობოტების გამოცდა დაიწყო.

Airport Guide Robot (აეროპორტის გიდი რობოტი) და Airport Cleaning Robot (აეროპორტის დამლაგებელი რობოტი) სეულის ინჩხონის აეროპორტში სატესტო რეჟიმში ჩაუშვეს. რობოტები ზუსტად იმ ფუნქციას ასრულებენ, რასაც მათი სახელები გვეუბნება.

გიდი რობოტი 4 ენაზე საუბრობს, კორეულად, ინგლისურად, ჩინურად და იაპონურად. ის აეროპორტის ტერიტორიაზე დადის და მგზავრებს ტერმინალებისა და გასასვლელების მიგნებაში ეხმარება. მგზავრებს ასევე შეუძლიათ, რობოტს თავიანთი ჩასხდომის ბარათი დაასკანერებინონ და ის მათ შესაბამის გასასვლელთან გაუძღვება. თუმცა მას ერთი ნაკლი აქვს, ის ნელა, ჩვეულებრივი ფეხით მოსიარულის ტემპით დადის და თუ ფრენაზე გაგვიანდებათ, მისი ინსტრუქციების მოსმენა და შემდეგ სირბილი მოგიწევთ.

რაც შეეხება დამლაგებელ რობოტს, ის აეროპორტის იმ ზონებს, რომლებსაც ყველაზე ხშირად სჭირდება დალაგება, ბაზებში მოინიშნავს და გამოთვლის იქამდე მისვლისა და ეფექტურად გაწმენდის გზებს.

ფოტო: LG

LG-ს თქმით, კომპანიის მიზანი და ამბიციაა, რომ მომავალში ბიზნესზე ორიენტირებული რობოტები აწარმოოს.