ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ქალმა მსახიობებმა ჰოლივუდს სექსიზმში დასდეს ბრალი. სია დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მრავლისმომცველი ხდება.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ამ თემას შეეხო ოსკაროსანი მსახიობი ემა სტოუნი, რომელიც ამბობდა, რომ ანაზღაურების გასათანაბრებლად, კაცი მსახიობები ჰონორარს უყოფდნენ.

კიდევ უფრო შოკისმომგვრელი აღმოჩნდა გვინეტ პელტროუს ერთ-ერთი ინტერვიუ. 2010 წელს გაკეთებულ კომენტარს, ბოლო რამდენიმე დღეა იმის დასადასტურებლად იმოწმებენ, რომ ჰოლივუდში სექსიზმს ფესვები მყარად აქვს გადგმული.

"როდესაც კარიერას ვიწყებდი, ერთ-ერთმა აგენტმა შემომთავაზა, რომ საუბარი ტუალეტში დაგვესრულებინა. სასწრაფოდ დავტოვე იქაურობა. შოკში ვიყავი. წარმოიდგინეთ, როდესაც კარიერას ვიწყებდი, როლის სანაცვლოდ ორალური სექსი შემომთავაზეს, მე კიდევ მერჩივნა საერთოდ გამენადგურებინა კარიერა, ვიდრე ეს გამეკეთებინა", ამბობდა პელტროუ.

ჰოლივუდში გავრცელებული სექსიზმის შესახებ წაიკითხეთ ჩვენი სტატია:

სექსიზმი და გენდერული უთანასწორობა - პრობლემა, რომელიც ჰოლივუდშიც კი არსებობს