საქართველოდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმის გამოძიებამდე, სასაზღვრო პოლიციისა და კონტრდაზვერვის უფროსებს თანამდებობა დაატოვებინეს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მიიღეს.

"ჩვენ, როგორც უწყების ხელმძღვანელები დარწმუნებულები ვართ ჩვენი თანამშრომლის უდანაშაულობაში, მაგრამ გამოძიებას არ აქვს უფლება, გამორიცხოს რომელიმე ვერსია და ვინაიდან, ნებისმიერ შემთხვევაში მოხდა საზღვრის კვეთა გაურკვეველ ვითარებაში მირებულია შესაბამისი გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ აღნიშნული ხელმძღვანელი პირების მიერ თანამდებობის დატოვება ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლოდ საქმის ირყვლივ ყოველგვარი დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად", - აღნიშნა შსს-ს მინისტრმა.

შინაგან საქმეთა მინსიტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება იმის გამო, მიიღეს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები არ გაჩნდეს.

თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარებული ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი, რომელიც მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს და მას უკვე შეეფარდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა.