კორკოტაშვილი ქალებს: ჩვენ არაფერს არავის არ ვუპირებთ, თორემ ნეტა ვინმემ რამე დაგიპიროთ
ქართველთა მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი და გაუპატიურების მუქარის შინაარსის კომენტარების ერთ-ერთი ავტორი, გია კორკოტაშვილი არ აღიარებს, რომ კომენტარები მუქარის შემცველი იყო. მისი თქმით, ეს იყო პრივატული საუბარი ორ ადამიანს შორის. ამის შესახებ კორკოტაშვილმა ტელეკომპანია იბერიას ეთერში ისაუბრა:
"არიქა, თურმე ქალების სხეულები დაუცველია და გვიპირებენ ჯგუფურ გაუპატიურებას. ვინ რას გიპირებთ, ნეტა ვინმემ რამე დაგიპიროთ, ვინც დასაპირებელია, თორემ ჩვენ არაფერს არავის არ ვუპირებთ. კანონმორჩილი ვარ, მაგრამ მართლა არ ვიკადრებ ეგეთ ბინძურ რაღაცებს, რომლითაც უნდათ შემამკონ."
კორკოტაშვილი არც იმას ფიქრობს, რომ ბოდიში აქვს მოსახდელი. მისივე თქმით, საქართველოში რომ ცილისწამება დასჯადი იყოს, აუცილებლად უჩივლებდა თათია დოლიძეს თავისი შეფასების გამო:
"რა ბოდიში უნდა მოვიხადო, ვისთან უნდა მოვიხადო ბოდიში? ადამიანთან რომელიც არის ფსბ-ს აგენტი, რომელიც იმ ადამიანებთან დგას, რომელთაც დახოცილი ჰყავთ ნახევარი ბიჭები, ან წამებაში რომ აქვთ მონაწილეობა მიღებული იმასთან მოვიხადო ბოდიში?"
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ გაუპატიურების ღია მუქარასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტო საქმეს 151-ე, მუქარის მუხლით იძიებს.
თათია დოლიძის მიმართ ქსენოფობიური ქართველთა მარშის ორგანიზატორები და მონაწილეები, 16 ივლისს, ფეისბუკზე სექსუალური ძალადობის შინაარსის კომენტარებს წერდნენ, რომლებიც მუქარად აღიქმებოდა.
აღნიშნული პოსტი აღარ იძებნება. მისი წაშლის შემდეგ, კომენტარების ავტორთა ნაწილი ამბობდა, რომ მათ ეს არ დაუწერიათ. თუმცა მას შემდეგ, გია კორკოტაშვილმა აღიარა, რომ აღნიშნული კომენტარები ნამდვილად მას ეკუთვნოდა.
"ქართველთა მარშის" მონაწილეები გამოირჩევიან ქსენოფობიური, რასისტული, თუ ჰომოფობიური განწყობებით, მათ მიერ 14 ივლისს გამართული აქცია სწორედ ამგვარი განწყობების დემონსტრირება იყო.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები