2017 წლის 28 მარტიდან 2 ივლისის ჩათვლით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში შესვლაზე უარი საქართველოს 146 მოქალაქეს უთხრეს. აღნიშნული მონაცემები On.ge-ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

On.ge-მ გამოითხოვა იმ მოქალაქეთა სტატისტიკაც, რომლებმაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებისას გადაკვეთეს შენგენის საზღვარი და 90 დღეზე მეტ ხანს დარჩნენ, ანუ დაარღვიეს გათვალისწინებული პირობა. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია სამინისტრომ არ გაასაჯაროვა და არც ამის მიზეზი მიუთითა.

28 ივნისს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ თქვა, რომ ბოლო სამ თვეში, 37 600-ზე მეტმა პირმა ისარგებლა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით და აქედან მხოლოდ 0,3 პროცენტი (113 პირი) არ შეუშვეს საზღვარზე.