ვინც სამეფო კარის თამაშების ახალი სეზონის პირველი სერია უკვე ნახეთ, აუცილებლად შეამჩნევდით, რომ იქ ბრიტანელი მუსიკოსი ედ შირანიც მონაწილეობს.

სერიალის პრემიერის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შირანმა საკუთარი ტვიტერის ანგარიში გააუქმა, ამის მიზეზი კი მუსიკოსის ნერვიულობა გახდა.

"რა თქმა უნდა, აღვადგენ, უბრალოდ ახლა არ შემეძლო შეფასებების წაკითხვა, რადგან ძალიან ვნერვიულობდი, არ მინდოდა რამე ცუდი წამეკითხა ჩემზე", ამბობს ედ შირანი.

შეგახსენებთ, რომ 16 ივლის სამეფო კარის თამაშების მეშვიდე სეზონის პრემიერა შედგა, რომელმაც HBO-ზე რეკორდული რაოდენობის მაყურებელმა ნახა.