აფხაზეთი "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ კანონის მიღებას გეგმავს — რა რეაქციებია
ფოტო: cominf.org
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
აფხაზეთის პრეზიდენტმა წარადგინა კანონპროექტი, სადაც პირები და ორგანიზაციები, რომლებიც ფულს სხვა ქვეყნებიდან იღებენ, "უცხო ქვეყნების აგენტებად" არიან განსაზღვრული, მათ საქმიანობაზე კი შეზღუდვები წესდება.
პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კანონპროექტი პარლამენტს სამშაბათს ღამით წარუდგინა, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში დიდი ხნის განმავლობაში აპროტესტებდნენ ამ კანონის შემოღებას და კერძო პირებმა, თუ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა სასტიკად დაგმეს.
კანონპროექტი ერთ-ერთია იმ 46-დან, რომელსაც აფხაზეთის პარლამენტში უყრიან კენჭს რუსეთისა და აფხაზეთის კანონმდებლობის გრძელვადიანი "ჰარმონიზაციის" ფარგლებში. რუსეთის "უცხო ქვეყნის აგენტების" კანონი, რაც 2012 წელს შემოიღეს, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩასახშობად გამოიყენება.
აფხაზეთში საკამათო აღმოჩნდა "ჰარმონიზაციის“ ფარგლებში შეთავაზებული სხვა კანონებიც, განსაკუთრებით ის კანონები, რომლებიც უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ფლობასა და აფხაზეთის მოქალაქეობის მიღებას ეხება.
კანონპროექტის განსახილველად დეპუტატებს ორი თვე აქვთ, თუმცა რომელი კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ ნებისმიერი პირი შეიძლება აღიარებულ იქნეს „უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებლად“, თუ ისინი იღებენ სახსრებს ან/და ქონებას უცხოური წყაროებიდან და მონაწილეობენ აფხაზეთში პოლიტიკურ საქმიანობაში.
კანონპროექტის თანდართულ განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ის დაეხმარება აფხაზეთის ინტერესების დაცვას და მისი უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფას. ასევე აღნიშნულია, რომ კანონი უზრუნველყოფს "დაუყოვნებლივ პასუხს“ აფხაზეთის პოლიტიკურ საქმიანობაში, საგარეო ჩართულობაზე.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ორგანიზაციებსა და პირებს, რომლებიც მიჩნეული იქნებიან უცხო ქვეყნის აგენტებად, აეკრძალებათ პოლიტიკაში მონაწილეობა, საპროტესტო აქციების ორგანიზება და სახელმწიფო სახსრების მიღება. უცხო ქვეყნის აგენტებად გამოცხადებული ჟურნალისტები კი ვერ შეძლებენ სახელმწიფო აკრედიტაციის მოპოვებას.
მიუხედავად კრიტიკოსების შიშისა, რომ კანონმდებლობა შეიძლება გამოყენებულ იქნას ხელისუფლების კრიტიკის ჩასახშობად, მთავრობის მოკავშირეები ამ შეშფოთებას უარყოფენ.
"აფხაზეთის ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალება, ბევრი დაკარგავს დასავლურ ხელფასს. რა არის ამაში საშინელი?”, — წერს პრო-სამთავრობო ბლოგერი ოლესია მალანკა. ”ისინი გაიხსენებენ, როგორ უნდა იმუშაონ სახელმწიფო ხელფასისთვის.”
"რეპრესიის მანქანა"
სამოქალაქო საზოგადოებამ სწრაფი რეაგირება მოახდინა, ფართოდ გავრცელდა ადვოკატ საიდ გეზერდაას მიერ შედგენილი ონლაინ მიმართვა აფხაზი დეპუტატებისადმი. მოწოდებაზე, პარასკევის მდგომარეობით, 300-მდე პირმა მოაწერა ხელი, ძირითადად, აქტივისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა.
აფხაზეთის მოსახლეობა, დაახლოებით, 250 000-ს შეადგენს.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, რადგან აფხაზეთის კონსტიტუცია ადგენს, რომ "არანაირი კანონი, რომელიც აუქმებს, ან ამცირებს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს“, აფხაზეთში მიღებული არ შეიძლება იყოს.
გეზერდაამ ასევე განაცხადა, რომ კანონს აფხაზეთს თავს გარედან ახვევენ, მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ. მისი თქმით, კანონის განხილვა დაიწყო 2021 წლის დეკემბერში, აფხაზეთისა და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ.
მემორანდუმი ეხებოდა რუსეთისა და აფხაზეთის კანონმდებლობის „ჰარმონიზაციას“ "არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტების შესახებ“, თქვა მან.
„ამდენად, ეს საკითხი თავდაპირველად აქტუალიზებული იყო გარე დამოკიდებულებებთან დაკავშირებით, ჰარმონიზაციას დაქვემდებარებული სფეროების მიმართ და არა აფხაზურ საზოგადოებაში რაიმე სერიოზული ეჭვის გამო, სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაში“, - წერს გეზერდაა.
"ეს დაადასტურა აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა [სერგეი] შამბამ, რომელიც ამტკიცებდა, რომ აფხაზეთში სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა დაკავშირებულია რუსეთის შეშფოთებასთან, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების ყოფნასთან დაკავშირებით, რომლებიც დაფინანსებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებენ.
სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კანონი მიზნად ისახავს აფხაზეთის ხელისუფლების კრიტიკის აღკვეთას.
"აფხაზეთის მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა, ან იღებდა მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან“, წერს აქტივისტი დიმიტრი მუშბა. "მათ შორის არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, მათი ოჯახის წევრები. მაშ, ისინიც უცხოური აგენტები გახდებიან?
ისინი არ გახდებიან, მაგრამ მხოლოდ მანამ, სანამ ისინი მუშაობენ ხელისუფლებისთვის”,— თქვა მან. "რადგან ეს კანონი მიმართულია არა მითიური დასავლური გავლენის წინააღმდეგ, რომელიც არ არსებობს აფხაზეთში, არამედ მათ წინააღმდეგ, ვინც საკუთარ აზრს გამოხატავს და აკრიტიკებს ხელისუფლებას."
ალექსანდრა ბარგანჯია, მოძრაობის Hara H-Pitsunda ("ჩვენი ბიჭვინთა") წევრი, ამბობს, რომ უცხო ქვეყნის აგენტი არის ის, ვინც კანონპროექტს უწევს ადვოკატირებას.
"რეპრესიის მანქანა, რომელიც აგებულია დაუსრულებელ "ოფიციალურ კომენტარებზე", რომელიც ყვითელი პრესის დონის ტელეგრამ არხებზე ვრცელდება, ასევე — ცილისწამებებსა და პროვოკაციებზე, არასოდეს წყვეტს ფსკერისკენ დაშვებას. ფრთხილად იყავით, უცხო ქვეყნის აგენტების ძიებაში საკუთარი თავი არ იპოვოთ", — წერს ბარგანჯია.
ცნობილმა ოპოზიციონერმა დიმიტრი გვარამიამ კანონის მიღების შედეგები შეადარა 1800-იანი წლების ბოლოს, რუსეთის მიერ აფხაზების მასობრივ განდევნას და 1930-იანი წლების სტალინურ რეპრესიებს.
"ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ისტორია გავიმეოროთ მცველების საკუთარი ხელით შექმნით, მათთვის შეუზღუდავი ძალაუფლების მინიჭებით და მორჩილებით, რის შემდეგაც თავად გავხდებით პატიმრები“, — წერს გვარამია.
-
მზის სისტემამ წარსულში ორი გიგანტური პლანეტა დაკარგა? — ახალი კვლევა კითხვებს აჩენს მზის სისტემამ წარსულში ორი გიგანტური პლანეტა დაკარგა? — ახალი კვლევა კითხვებს აჩენს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: სომეხი ხალხი არ დაემორჩილა პუტინის პირდაპირ შანტაჟს, არ დაუგდო ყური პროპაგანდას და ჭორებს, არ გაიყიდა ფულზე და ფუჭ დაპირებებზე და ხელახლა აირჩია ფაშინიანი მიხეილ სააკაშვილი: სომეხი ხალხი არ დაემორჩილა პუტინის პირდაპირ შანტაჟს, არ დაუგდო ყური პროპაგანდას და ჭორებს, არ გაიყიდა ფულზე და ფუჭ დაპირებებზე და ხელახლა აირჩია ფაშინიანი
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: სომხეთში არჩევნები ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლისა და ევროკავშირის ჩარევის ფონზე ჩატარდა მარია ზახაროვა: სომხეთში არჩევნები ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლისა და ევროკავშირის ჩარევის ფონზე ჩატარდა
გადახედვა
-
ანტონიო კოშტა: ევროკავშირი და სომხეთი ერთად აშენებენ უფრო მტკიცე კავშირებს ადამიანებს შორის და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს ანტონიო კოშტა: ევროკავშირი და სომხეთი ერთად აშენებენ უფრო მტკიცე კავშირებს ადამიანებს შორის და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს
გადახედვა
-
მარტა კოსი: გილოცავთ სომხეთის არჩევნებში მიღწეულ წარმატებას, სომხეთში რაც შეიძლება მალე ჩამოვალ მარტა კოსი: გილოცავთ სომხეთის არჩევნებში მიღწეულ წარმატებას, სომხეთში რაც შეიძლება მალე ჩამოვალ
გადახედვა
-
ქვიზი: რაში კარგავ ცხოვრების საუკეთესო წლებს? ქვიზი: რაში კარგავ ცხოვრების საუკეთესო წლებს?
-
ალკოჰოლის მოხმარება 10 ტიპის სიმსივნის განვითარების რისკთან დააკავშირეს ალკოჰოლის მოხმარება 10 ტიპის სიმსივნის განვითარების რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
Cryptal და FUTURUM PAYMENTS GEORGIA 2026 ოფიციალური პარტნიორები გახდნენ Cryptal და FUTURUM PAYMENTS GEORGIA 2026 ოფიციალური პარტნიორები გახდნენ
-
ვოლოდიმირ ზელენსკი: ვულოცავ სომხეთს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ხოლო ნიკოლ ფაშინიანს — გამარჯვებას ვოლოდიმირ ზელენსკი: ვულოცავ სომხეთს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ხოლო ნიკოლ ფაშინიანს — გამარჯვებას
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 6 ბრალდებული გააფორმებს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 6 ბრალდებული გააფორმებს
გადახედვა
-
ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ჯარებმა პალესტინელი ჩვილი სასიკვდილოდ დაჭრეს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ჯარებმა პალესტინელი ჩვილი სასიკვდილოდ დაჭრეს
გადახედვა
-
OpenAI და Anthropic კონგრესს ბიოიარაღზე კონტროლის გამკაცრებას სთხოვს OpenAI და Anthropic კონგრესს ბიოიარაღზე კონტროლის გამკაცრებას სთხოვს
გადახედვა
-
ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ
გადახედვა
-
საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება — შსს ცვლილებებს აანონსებს საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება — შსს ცვლილებებს აანონსებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: ომის სამთავიანი პარტია განადგურებულია ნიკოლ ფაშინიანი: ომის სამთავიანი პარტია განადგურებულია
გადახედვა
-
Piaggio Beverly-ს 25-ე საიუბილეო გამოშვება Piaggio Beverly-ს 25-ე საიუბილეო გამოშვება
-
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი გააგრძელებს ევროკავშირთან დაახლოებას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის შენარჩუნებით ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი გააგრძელებს ევროკავშირთან დაახლოებას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის შენარჩუნებით
გადახედვა
-
1 ამპერი = 2 ლარი — თეგეტა მოტორსის უპრეცედენტო შეთავაზება ენერჯაიზერის აკუმულატორებზე 1 ამპერი = 2 ლარი — თეგეტა მოტორსის უპრეცედენტო შეთავაზება ენერჯაიზერის აკუმულატორებზე
-
შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, პარლამენტში მედიისთვის აკრედიტაციის შეჩერების ვადა ერთ წლამდე გაიზრდება შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, პარლამენტში მედიისთვის აკრედიტაციის შეჩერების ვადა ერთ წლამდე გაიზრდება
გადახედვა
-
ინტერნეტის ისტორიაში პირველად, ბოტების და AI აგენტების ტრაფიკმა ადამიანისას გადააჭარბა ინტერნეტის ისტორიაში პირველად, ბოტების და AI აგენტების ტრაფიკმა ადამიანისას გადააჭარბა
გადახედვა
-
გორის პოლიციის დეტექტივი ბაქარ ბექაური 7 ივნისს სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს გორის პოლიციის დეტექტივი ბაქარ ბექაური 7 ივნისს სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
კომენტარები