თვითმხილველის თქმით, ბარ კანუდოსში კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი მოქალაქისთვის ნარკოტიკის ჩადებას ცდილობს. ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუკის საშუალებით ერთ-ერთი თვითმხილველი, ლევან ჯგერენაია ავრცელებს.

On.ge გთავაზობთ იმ მოვლენის ამსახველ ვიდეოს, რომელიც ამ წუთებში კანუდოსში ხდება. ჩვენ პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროში ვცდილობთ გადავამოწმოთ ინფორმაცია, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.