უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ვიზითით საქართველოს ეწვია. უკრაინის პრეზიდენტს, პირველ ლედისა და სახელმწიფო დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი; საერთაშორისო მდივანი, თენგიზ ფხალაძე და სხვა ოფიციალური პირები. პოროშენკოსთან დახვედრის დეტალებს გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მათივე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ, 18 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შემკობა, 19 ივლისს კი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზსთან მისვლა და სვანეთსა და აჭარაში ჩასვლა.

უკრაინის პრეზიდნეტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრები.