თბილისში, უზნაძის ქუჩაზე გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს. პირი ფოთში დააკავეს. ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მოკლულის ბიძაშვილია.

საქმეზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გოგოს მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დღეს, 17 ივლისს დღის პირველ ნახევარში გავრცელდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, უზნაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოკლულ გოგოს ჭრილობები ყელის არეში დანით ჰქონდა მიყენებული.