ვენეციის კინოფესტივალზე, რომელიც სტარტს 30 აგვისტოს აიღებს, საპატიო სტუმრების სტატუსით, ჯეინ ფონდა და რობერტ რედფორდი დაესწრებიან.

ფესტივალის ფარგლებში მათი ერთობლივი ფილმის, ნეთფლიქსის ახალი დრამის Our Souls at Night პრემიერაც შედგება.

კინოსურათი კენტ ჰერუფის 2015 წლის რომანის ეკრანიზაციაა.

ორმა ლეგენდარულმა მსახიობმა ჯეინ ფონდამ და რობერტ რედფორდმა პირველად 50 წლის წინ ითამაშეს ერთად. ეკრანული წყვილის პოპულარობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და მოგვიანებით 1979 წელს კვლავ პარტნიორები იყვნენ სიდნი პოლაკის ფილმში The Electric Horseman.

აღსანიშანვია ისიც, რომ პირველად, 11 წლის შემდეგ, ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის ქალი, ოსკარის ოთხგზის ნომინანტი მსახიობი ანეტ ბენინგი უხელმძღვანელებს.

ვენეციის კინოფესტივალი 30 აგვისტოს დაიწყება და 9 სექტემბერს დასრულდება.