სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად და ეფექტიანად წარიმართოს მუქარის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება:

"სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს აშკარა მიზოგინიური და სიძულვილის ენის გამოყენების გამო, რაც კიდევ უფრო ამყარებს გენდერული თანასწორობის მხრივ ქვეყანაში არსებულ რთულ მდგომარეობას".

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის, მიმართ გაჟღერებულ მუქარაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

თათია დოლიძის მიმართ ქსენოფობიური ქართველთა მარშის ორგანიზატორები და მონაწილეები, გუშინ, 16 ივლისს, ფეისბუკზე სექსუალური ძალადობის შინაარსის კომენტარებს წერდნენ, რომლებიც მუქარად აღიქმებოდა.