დეზერტირების ბაზრობაზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 50 მეხანძრე- მაშველი მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში On.ge-ს განუცხადეს, რომ ხანძარზე დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

16:13 განახლება: შსს-ს ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge