საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩეჩნეთიდან დევნილი ბლოგერის დაკავებას უარყოფენ. როგორც უწყებებში On.ge-ს განუცხადეს, აღნიშნული სახელით და გვარით, ტუმსო აბდურახმანოვი, მათ არავინ დაუკავებიათ.

ეხო კავკაზას ინფორმაციით, გუშინ საღამოს, თბილისში, ჩეჩენი დევნილი და ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი დააკავეს. გამოცემის ცნობით, ბლოგერმა რედაქციაში აუდიო მესიჯები გააგზავნა, სადაც საუბრობდა, რომ იგი პატიმრობაში იმყოფება და ვერ ახერხებს დროულად უპასუხოს კითხვებს.

ამ დროისთვის On.ge პროკურატურისგან ელოდება დამატებით ინფორმაციას, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.