დღეს, 17 ივლისს, პრეზიდენტის შვილის მეგობარი, თორნიკე კაჭარავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, 15 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალეს.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მიმდინარე წლის 15 მაისს დააკავა.