პირველად არსებობის ისტორიაში, BBC-ს საკულტო სერიალის, Doctor Who-ში, დოქტორის როლს ქალი მსახიობი შეასრულებს.

BBC-ის ცნობით, როლზე ჯოდი ვაიტეკერი დაამტკიცეს.

შოუს ახალი მთავარი სცენარისტისა და აღმასრულებელი პროდიუსერის, კრის ჩიბნალის განცხადებით, თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ მეცამეტე დოქტორის როლს ქალი ითამაშებდა.

ჯოდი ვაიტეკერი ინგლისელი მსახიობია, რომელიც მაყურებელს Black Mirror-ის პირველი სეზონის ბოლო ეპიზოდიდან, სერიალ Broadchurch-იდან და სხვა ფილმებიდან და სერიალებიდან ახსოვს.