დღეს ევროპარლამენტარმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა რებეკა ჰარმსმა ჟურნალისტებთან მუსტაფა ემრე ჩაბუქის პატიმრობასა და მისი თურქეთში ექსტრადირების საკითხზე ისაუბრა.

"ჩაბუქის საქმიდან ჩანს, რომ თურქეთის მოქალაქეებთან მიმართებაში კანონის უზენაესობის პრობლემა დგას თურქეთის ფარგლებს გარეთაც" - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთში არ უნდა დააბრუნოს და დასძინა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებს, მედია თავისუფლებასა და უსაფრთხოებას დააკვირდება.

რებეკა ჰარმსმა მუსტაფა ემრე ჩაბუქი საპატიმროში მოინახულა. ევროპარლამენტარი ასევე ხვდება თუბა ჩაბუქს და საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის, ცოლს, ლეილა მუსტაფაევას.

ევროპარლამენტის წევრი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი რებეკა ჰარმსის ვიზიტი საქართველოში 12 ივლისს დაიწყო და დღეს დასრულდება. იგი მონაწილეობას იღებდა ბათუმის მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს ევროპული გზა.

ამავე თემაზე: რა ხდება რეალურად თურქეთის "ევროპულ ციხეებში"