ვარსკვლავის შინაგანი სტრუქტურა გავარვარებული, არეულ-დარეული ადგილია. ზეცხელი პლაზმის ტურბულენტური მოძრაობა მაგნიტური ველების პერიოდს წარმოქმნის: მაღალი და დაბალი ინტენსივობის, რის შედეგადაც მზის ლაქები და მზიური ამოფრქვევები ხდება. თუმცა, მეცნიერებმა არასოდეს იცოდნენ, რა აკონტროლებდა ამ ციკლებს, რომელიც ჩვენი მზის შემთხვევაში 11 წელს გრძელდება. ამიტომ მეცნიერებმა „გაიას“ კოსმოსური ობსერვატორიის მონაცემების გამოყენებით, მზის ტიპის ვარსკვლავების სიმულაცია შექმნეს, რომელიც ჩვენს მზეს მასითა და ასაკით ჰგავს.

უფრო კონკრეტულად კი, მათ უნდოდათ დიდი ხნის პასუხგაუცემელ შეკითხვაზე ეპასუხათ: რატომ აქვთ მზის მსგავს სხვა ვარსკვალვებს საოცრად ცვალებადი ციკლები? მაგალითად, ერთი ასეთი ვარსკვლავის - „კაპა ვეშაპი“ ვეშაპის თანავარსკვლავედში - ციკლი 5,6 წელიწადია. 25 მაგნიტური ციკლის დაკვირვების შემდეგ, მათ დაადგინეს, რომ თითოეული ვარსკვლავის ციკლი დაკავშირებულია მისი ბრუნვის ტემპთან და სიკაშკაშესთან. მკვლევრებმა ნაშრომი ჟურნალ Science-ში გამოაქვეყნეს. სწრაფად მბრუნავ, მაგრამ მკრთალ ვარსკვლავებს, გრძელი ციკლი აქვთ. ამ შედეგების გამოყენებით, მეცნიერები უკეთ შეისწავლიან მაგნიტურ ველებს.

ახლა კი, დატკბით სიმულაციით, რომელიც გამოგზაურებთ ვარსკვლავის შიგნეულობაში 360 გრადუსით: