ტაიბეი 2017 წლის ზაფხულს ყველაზე ორიგინალურად შეეგება, რადგან აქ მეტროს ვაგონების იატაკებზე საოცრად რეალისტური საცურაო აუზების, სპორტული მოედნებისა და ლამაზად შეკრეჭილი მწვანე ბალახების იმიტირებული ილუსტრაციები დააგეს.

კომპანიაში EasyCard Corporation, რომელსაც ტაივანის დედაქალაქში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ადგილობრივი მოსახლეობისათვის თუ ტურისტებისათვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კომფორტული გარემოს შექმნა ევალება, გადაწყვიტეს რომ ქალაქში დაგეგმილი სპორტული უნივერსიადის მოახლოებასთან ერთად, რომელიც 19 აგვისტოს აიღებს სტარტს, ორიგინალურად გაფორმებული ვაგონები ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია, ქვეყანაში კიდევ უფრო მეტ ტურისტის მოსაზიდად.

ფოტო: xiaojingluo1225

ფოტო: chiuwei_bow

ფოტო: sunny830317

ფოტო: Taipeitravel Facebook

ფოტო: chi._.851229

ფოტო: chi._.851229

ფოტო: boredpanda