ალბათ ხშირად გქონიათ კითხვა, საერთოდ სძინავთ თუ არა ვეშაპებს? რა თქმა უნდა, ეს ბევრ ადამიანს აინტერესებს და, რა თქმა უნდა, ვეშაპებს სძინავთ, მაგრამ ამის ამსახველი კადრები აქამდე ნანახი არ გექნებათ.

2008 წელს, გიგანტურ ცხოველებზე რამდენიმე კვირიანი დაკვირვების შედეგად, ბრიტანელი და იაპონელი მეცნიერების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ძილს ვეშაპების ცხოვრებაში მხოლოდ 7% უკავია და მისი ხანგრძლივობა 6-24 წუთის ინტერვალით მერყეობს.

საბედნიეროდ უკვე არსებობს, წყალქვეშა ფოტოგრაფის, ფრანკო ბანფის მიერ გადაღებული ულამაზესი კადრებიც, სადაც კარიბის ზღვის სიღრმეში აღმოჩენილი, მთვლემარე ვეშაპების გუნდია აღბეჭდილი. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვეშაპებს ნამდვილად სძინავთ.

ფოტო: francobanfi

მთვლემარე ვეშაპების გუნდი