ტრიპოფობია, შესაძლოა, იმ ერთ-ერთ ფობიათაგანია, რომელიც გაქვთ, მაგრამ სახელი ჯერ არ იცით. ან ჯერ არ გაქვთ და ამ ფოტოების ნახვის შემდეგ გაგიჩნდებათ.

National Geographic-ის ინფორმაციით, ახალი კვლევა ტრიპოფობიას ხსნის, როგორც ერთად თავმოყრილი პატარა ხვრელების მიმართ შიშს, რომლებიც ადამიანებში ზიზღს იწვევენ და საფრთხის შეგრძნებას აღვიძებენ.

მაგალითად ისეთი უწყინარი შემთხვევისას, როგორიცაა ამ ფენქეიქის თავზე წარმოქმნილი ბუშტუკები.

ფოტო: angeecatt / imgur

ტრიპოფობიის ტერმინი 2009 წლიდან გახდა პოპულარული, როდესაც ერთმა სტუდენტმა ფეისბუკზე მისი სახელობის გვერდი შექმნა, რომელშიც თვითდიაგნოსტიკის შემთხვევებზე წერდა.

ტრიპოფობია ბერძნულიდან მოდის. Trypho - მომაბეზრებელ ხვრელებს ნიშნავს, Phobia - შიშს.

ნეიშენალ ჯეოგრაფიკის ჟურნალისტის თქმით, მას ტვიტერიდან ლოტუსის ფოტოს აღება მოსთხოვეს, იმდენად შემაწუხებელი იყო ის მომხმარებლების ნაწილისთვის.

ფოტო: AZAdam / flickr

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია ტრიპოფობიას ტერმინს არ აღიარებს, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები ვერ თანხმდებიან, შეიყვანონ თუ არა ტრიპოფობია ფობიების რიგში.

უმეტეს შემთხვევაში, ტრიპოფობიის თვითდიაგნოზირება იმ პირებისგან ხდება, რომლებიც ერთად თავმოყრილი წვრილი ხვრელების ამსახველი ფოტოების ნახვისას დისკომფორტსა და გულის რევის შეგრძნებას განიცდიან.

2013 წლის კვლევაში ტრიპოფობიას უბრალოდ ხვრელების შიში უწოდეს, რომლის მიხედვითაც 286 მოზრდილიდან 16 პროცენტს მის ამსახველ მასალებზე ზიზღის შეგრძნება ეუფლებოდათ. კვლევის ავტორები მიიჩნევდნენ, რომ წვრილი ხვრელები მათ გველების, ობობების და მორიელის ნაკბენებს აგონებდათ.

კენტის უნივერსიტეტის მკვლევარებს, კი განსხვავებული ახსნა აქვთ ტრიპოფობიით "დაავადებულ" ადამიანებზე:

"ზიზღის გრძნობა გვეხმარება, რომ სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისგან დავიცვათ თავი. ტრიპოფობიული ფოტოებისადმი დამოკიდებულებაც შესაძლოა დაავადების თავიდან არიდებას ემსახურებოდეს".

ფოტო: Ezhar/Ingmar

ფოტო: imgur.com

ფოტო: 2ch-archives.net

ფოტო: pya.cc

ფოტო: trypophobia.net