ვინც Netflix-ის სერიალს Orange Is the New Black-ს უყურებს, მათთვის ლავერნ კოქსი უცხო სახელი და გვარი ნამდვილად არ იქნება.

გასულ წელს ის პირველი ტრანსგენდერი მსახიობი გახდა, რომელიც სატელევიზიო ოსკარად წოდებულ ემიზე წარადგინეს, ნომინაციაში საუკეთესო მოწვეული მსახიობი ქალი.

წელს კი ამავე კატეგორიაში კოქსი უკვე მეორედ მოხვდა, მისი კონკურენტები კი, ელისონ ურაითი, სერიალისთვის The Americans, ელექსის ბლებელი, სერიალისთვის The Handmaid’s Tale, სისლი ტაისონი სერიალისთვის, How to Get Away with Murder, ენ დოუდი სერიალისთვის, The Leftovers და შენონ პუსელი, სერიალისთვის Stranger Things, იქნებიან.

როგორც კრიტიკოსები ვარაუდობენ, კოქსი წელს უკონკურენტოა და შესაბამისად, ამბობენ, რომ დიდი შანსი აქვს გახდეს ისტორიაში პირველი ტრანსგენდერი, რომელიც ემის ჯილდოს მიიღებს.

Emmy-ს 69-ე დაჯილდოება 17 სექტემბერს გაიმართება და მას სტივენ კოლბერტი გაუძღვება.