ოსკარის ნომინანტი რეჟისორი, Boyhood-ისა და Before ტრილოგიის ავტორი (Before Sunrise, Before Sunset და Before Midnight), რიჩრდ ლინკლეიტერი ახალ ფილმზე მუშაობს.

Where'd You Go, Bernadette ასე ჰქვია კინოსურათს, რომელშიც მთავარ როლს ქეით ბლანშეტი შეასრულებს.

სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ფილმის გამოსვლა რეჟისორმა ამერიკული დედის დღეს დაამთხვია, რომელსაც მომავალ წელს 13 მაისს აღინიშნება.

ფილმი მარია სემპლის ბესტსელერი რომანის ადაპტაცია იქნება. ამ ისტორიის ეპიცენტრში აგორაფობიით (გაშლილი სივრცის შიში) შეპყრობილი ბერნადეტ ფოქსია (ქეით ბლანშეტი), რომელიც სახლიდან მას შემდეგ გარბის, რაც გაიგებს, რომ მისი ოჯახი არდადეგების გატარებას ანტარქტიდაზე გადაწყვეტს. ბერნადეტი ქრება, ოჯახი კი მის მოძებნას გადაწყვეტს, რა დროსაც ყველაზე დიდ საიდუმლოებებს მიაგნებენ.