საქართველოში, უკვე მეორედ, რუსი მომღერალი გრიგორი ლეპსი ჩამოვა. ლეპსის კონცერტი, Black Sea Arena-ზე, 22 აგვისტოს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას TKT.GE-ს Facebook-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

გრიგორი ლეპსის კონცერტის ორგანიზატორია კომპანია Berikoni Promotion. კონცერტზე დასასწრებად მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა (+16 ). ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მისი შეძენა 40-დან 220 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ.

კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, Black Sea Arena-ს კარი 20:00 სთ-ზე გაიხსნება.

ლეპსის პირველი კონცერტი 2014 წელს, 7 დეკემბერს, სპორტის სასახლეში გაიმართა. მაშინ კონცერტს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტის მიერ დასმული პოლიტიკური კითხვით გაღიზიანებული გრიგორი ლეპსის დაცვამ, ჟურნალისტი და მისი ოპერატორი ოთახში გამოკეტა.