საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის აღშფოთებულია თბილისში უცხო ენაზე გამოკრულ პლაკატების გამო. მისი მტკიცებით, ისინი კანონდარღვევითაა განთავსებული მისი სახლის გვერდზე, აღმაშენებელზე, და მისსავე საარჩევნო უბანში, ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ის სიტუაციის მკაცრად დარეგულირებას ითხოვს და პასუხისმგებლობას მერიას და პარლამენტს აკისრებს.

ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ "ქალაქის იერსახის და კულტურულ ეროვნულ იდენტობის დაცვაში" საზოგადოებაც უნდა მონაწილეობდეს.

პარლამენტის წევრი ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული ქართველი არალეგალებისადმი მკაცრ და დაუნდობელ დამოკიდებულებას არ ისურვებდა:

"საზოგადოება მეტს უნდა ითხოვდეს საკუთარი ხელისუფლებისგან და ეს იყოს გამოხატული მკაფიოდ და არა უცხოელის მიმართ აუტანლობა ან სიძულვილი. ჩვენი ადათ-წესები დავიცვათ და ჩვენ სტუმრებს მოვთხოვოთ მათი პატივისცემა".

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ კერძო მესაკუთრეს უნდა ჰქონდეს უფლება, თავისი საკუთრება მიჰყიდოს უცხოელს, თუმცა მისი შეხედულებით, უცხოელმა მეპატრონემ "ჩილიმების ქუჩად არ უნდა გადააქციოს შარდენი და აღმაშენებელი".

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, რომ მისთვის ე.წ. ქართველთა მარში მისაღებია, თუ ის ხელისუფლებას მეტი რეაგირებას და აქტიურობას მოსთხოვს:

"თუმცა ეს უნდა გადაიქცეს ქსენოფობიურ მარშად, რომელიც ჩვენ ქვეყანას, მის წარსულსა და ტრადიციებს არ ეკადრება, ამ შემთხვევაში ჩავთვლი, რომ ეს უფრო დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენ ეროვნულ ღირებულებების ვიდრე ის უცხოელები, ვისგანაც ვითომცდა თავს ვიცავთ".