ოსკარის მფლობელმა ამერიკელმა მსახიობმა ქეთი ბეიტსმა 2003 წელს წარმატებით დაამარცხა საკვერცხეების სიმსივნე, თუმცა 2012 წელს მას მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, 2014 წელს კი მას კიდურების სიმსივნის დიაგნოზის დაუდგინდა.

ბეიტსი უკვე წლებია იბრძვის სიცოცხლისთვის, როგორც თავად ამბობს, არც ერთ დაავადებას არ დანებდება ბრძოლის გარეშე. "ერთხელ უკვე გავიმარჯვე, ეჭვი არ მეპარება, რომ ახლაც მე გავიმარჯვებ, სიცოცხლისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ", თქვა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას მსახიობმა.

ცოტა ხნის წინ კი მსახიობმა აღირა, რომ მკერდის სიმსივნის გამო მას მკერდის ამპუტაცია ჩაუტარდა, თუმცა პროთეზის გაკეთებას არ გეგმავს.

"როდესაც ეს დაავადება აღმომაჩნდა, ჩემმა გინეკოლოგმა და მეუღლემ თქვეს, რომ შესაძლოა კინოს ინდუსტრიაში ვეღარ მემუშავა, რადგან ჰოლივუდში ამ თემის მიმართ ძალიან დიდი სტიგმა არსებობს. ძალიან ვფრთხილობდი, თუმცა ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ ქალების რიცხვს შევუერთდი, რომლებსაც მკერდი აღარ აქვთ და სულაც არ ვაპირებ თავი მოვაჩვენო ვინმეს, თითქოს სხვანაირად იყოს. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ დავიბადე ეპოქაში, როდესაც მეცნიერებამ შესაძლებელი გახადა ცოცხლები გადავრჩეთ. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ძალიან იღბლიანი ვარ!", ამბობს ბეიტსი.