ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის გამარჯვება ერჩივნა. ტრამპმა ამის შესახებ CBN-თან ინტერვიუში განაცხადა.

"თუკი გაიმარჯვებდა კლინტონი, ჩვენი არმიისგან არაფერი დარჩებოდა, ენერგომატარებელებზე ფასი გაცილებით მაღალი იქნებოდა. პუტინმა იცის, რომ მე ძლიერი არმიის მომხრე ვარ. ჩვენ ასევე ვქმნით ალტერნატიულ ენერგიას, სწორედ ეს არ მოსწონს მას ჩემში და აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, რატომ უნდა ყოფილიყო ჩემი კანდიდატურა უფრო ხელსაყრელი პუტინისთვის, ვიდრე კლინტონის?" - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა ინტერვიუში.

ის ამბობს, რომ შეეძლო პუტინთან თანამშრომლობა და ამის მაგალითად სამხრეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მოჰყავს.

ის, რომ დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდა, ცნობილი 2016 წლის ნოემბერში გახდა. რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის საჭირო 270 ხმაზე მეტი, 306 ხმა, მოიპოვა, დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა კი - 232.