დარწმუნებული ვარ უკვე ბევრი რამ გსმენიათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, ძლიერი და მდიდარი გაერთიანებული სამეფოს შესახებ, რომელსაც ირლანდიის სახით ერთადერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს, დანარჩენი ტერიტორია კი ოკეანითა და ზღვებით არის გარშემორტყმული.

წარმოგიდგენთ 15 საინტერესო ფაქტს დიდი ბრიტანეთის შესახებ:

1. ბრიტანეთში ყოველდღიურად, ამერიკელებზე ოცჯერ მეტ, 165 მილიონ ფინჯან ჩაის მიირთმევენ

ფოტო: Elena Rostunova/shutterstock

2. ერთ დროს, ბრიტანეთი ყველაზე დიდ იმპერიას წარმოადგენდა, რომელიც მსოფლიო მოსახლეობისა და ტერიტორიის 1/4 აკონტროლებდა

ფოტო: Maps of the World

3. დიდი ბრიტანეთი მთელი თავისი არსებობის მანძილზე არაერთ ომში იყო ჩართული, მათ შორის იყო ყველაზე მცირეხნიანი ომიც, როდესაც ინგლისის იმპერიას სულ რაღაც 38 წუთი დასჭირდა ზანზიბარის სასულთნოს დასამარცხებლად

ფოტო: Daily Telegraph

4. თურმე მთელს ევროპაში, ყველაზე მეტად ჭარბი წონის პრობლემა სწორედ ბრიტანელებს აქვთ

ფოტო: Suzanne Tucker/shutterstock

5. იცოდით, რომ ბრიტანეთის პარლამენტის შენობაში სიკვდილი კანონით აკრძალულია?

ფოტო: Cristian Gusa/shutterstock

6. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელიზაბეტ მეორეს, მსოფლიოს 116 ქვეყანაში მოგზაურობისას არასოდეს დასჭირვებია პასპორტი. დედოფალს სხვა პრივილეგიებიც აქვს, მაგალითად მას შეუძლია თავად აირჩიოს საკუთარი გვარი, მანქანა მართვის მოწმობის გარეშე ატაროს, მეტიც ის ერთადერთი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც მგზავრობისას კანონი ღვედის გაკეთებას არ ავალდებულებს

ფოტო: Shaun Jeffers/shutterstock

7. ინგლისის დედაქალაქს ყოველთვის ლონდონი არ ერქვა, რადგან ქალაქს სხვადასხვა დამპყრობელი განსხვავებულ სახელს არქმევდა, მაგალითად პლავონიდა, ლოვონიდანჟონი, ლონდონიუმი, ლონდონიონი და ლანდენვიკი

ფოტო: ESB Professional/shutterstock

8. ყველაზე დიდი ინდური რესტორანი სწორედ დიდ ბრიტანეთში მდებარეობს, ხოლო თავად ლონდონში იმაზე მეტი ინდური რესტორანია ვიდრე ინდოეთის ყველაზე დიდ ქალაქებში - მუმბაისა და დელიში

ფოტო: lenisecalleja.photography

9. იცოდით, რომ პრინცი უილიამის ცოლი, ქეით მიდლტონი, ამერიკის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის შორეული ნათესავია?

ფოტო: Twocoms

10. მიდლტონამდე კი პრინცი, ამერიკელი პოპ მომღერლით ბრიტნი სპირსით იყო დაინტერესებული. ვარსკვლავის თქმით უილიამმა 2002 წელს ის პაემანზე დაპატიჟა და სასიყვარულო წერილებსაც კი სწერდა

ფოტო: Billboard

11. სწორედ დიდ ბრიტანეთში, ნიუკასლის უნივერსიტეტში გამოიყენეს პირველად სამი ადამიანის დნმ ხელოვნური განაყოფიერების პროცესში

ფოტო: CBS San Francisco

12. 1811 წელს, ბრიტანელი ქალბატონების თითქმის მეოთხედს მერი ერქვა

ფოტო: List25

13. დიდი ბრიტანეთი სახელგანთქმულია თავისი პირქუში და წვიმიანი ამინდებით, მაგრამ ზაფხულობით აქ ტემპერატურა საგრძნობლად იმატებს, მაგალითად 2003 წელს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში 38 გრადუსი დაფიქსირდა

ფოტო: Claire Fraser Photography/shutterstock

14. უინძორების სასახლე მსოფლიოში ერთადერთი, ყველაზე ძველი სასახლეა რომელსაც სამეფო ოჯახი ჯერ კიდევ იყენებს

ფოტო: Kanuman

15. დიდ ბრიტანეტში 2017 წლის ივლისში, ბანგლადეშურ ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა ახალგაზრდა გეი წყვილმა იქორწინა, რითაც ისინი ისტორიაში შევიდნენ, როგორც პირველი მუსლიმი გეი წყვილი, რომელთაც ერთმანეთთან უკვე კანონი აკავშირებს

ფოტო: Information Nigeria