დღეს, 2017 წლის 10 ივლისს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დამოუკიდებელო სტატუსით დააბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"კომიტეტმა, მხედველობაში მიიღო სახელმწიფო მხარის მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევა და ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება", - აღნიშნავენ კულტურის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, საქართველომ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და იუნესკოსთან თანამშრომლობით, წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მოამზადა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. მათივე თქმით, ახლა გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო პროცესები სრულ თანხვედრაშია მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის სახელმძღვანელო პრინციპებთან.

იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ამავე სხდომაზე ბაგრატის ტაძარი ამოიღო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შედეგადაც ბაგრატის და გელათის ტაძარები 2010 წელს ძირითადი ნუსხიდან ამოიღეს, 2009 წელს დაიწყო. ჯერ კიდევ 2012 წელს იუნესკო წინასწარ შეფასებაში აღნიშნავდა, რომ "სამუშაოებმა, რომელიც ბაგრატის ტაძარზეა ჩატარებული, გადაფარა ტაძრის პირველადი ავთენტურობა, ამიტომაც ბაგრატის ტაძარი ვეღარ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ყოფნისთვისაა საჭირო".