ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. დაკავების შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1955 წელს დაბადებულმა პირმა მოქალაქეს AKM-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 60 საბრძოლო ვაზნა 1 500 დოლარად მიჰყიდა.

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, ხოლო მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას - აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აცხადებენ უწყებაში და დასძიენენ, რომ დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების მუხლებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები) მიმდინარეობს .