როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო თბილისი იმ რეალობაში, რომელშიც ახლა არ ვართ?

შესაძლოა ისეთი, როგორიც ეს ალექს ყიფიანის წარმოსახვაშია. როგორც ის On.ge-სთან საუბარში ამბობს, მის ამ პროექტს სუბიექტური, პატარა ალუზიებისა და ტექნიკურად დახვეწის გარდა, სხვა დიდი მნიშვნელობა და ქვეტექსტი არ აქვს.

"ძირითადად ეს პროექტი წამოვიწყე ფოტომანიპულაციაში გასაწაფად. არ ვიცი რისი თქმა შეიძლება, დიდი სოციალური განცხადება არ არის, რადგან თბილისი ისტორიულად არქიტექტურულად ყოველთვის მსგავს სიტუაციაში იყო, რომლის გაპროტესტებაც ახლახანს დაიწყო ხალხმა" - ამბობს ალექსი.