რეჟისორი ფაბიენ კონსტანტი მალე ახალი დრამის, Best Day of My Life-ის, გადაღებას დაიწყებს, მთავარ როლებში კი ჰოლივუდის ნამდვილი თანავარსკვლავედი მოიყრის თავს.

რენე ზელვეგერი, სარა ჯესიკა პარკერი და იზაბელა როსელინი პარტნიორობას საიმონ ბეიკერს, ტეილორ კინსა და ქომონს გაუწევენ.

ფილმის პროდიუსერი ანდრეა ლერვოლიო იქნება.

სარა ჯესიკა პარკერი ფილმში ჯაზის მომღერლის როლს შეასრულებს, რომელიც მსოფლიო ტურნესთვის ემზადება, სწორედ ამ დროს შეიტყობს ის საშინელი დიაგნოზის შესახებ, რომელიც მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.

ფილმის გადაღებები, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას, ნიუ-იორკში დაიწყება.