პირველად ბრიტანეთის ისტორიაში, დედოფლის ე.წ პირველი მსახური შავკანიანი, განაში დაბადებული, შემდგომში ბრიტანეთის სახელით ავღანეთში ნაომარი, 38 წლის ნანა კოფ ტვუმასი ანკრაჰასი იქნება.

თანამდებობა, რომელსაც ანკრაჰასი დაიკავებს, სამეფო ოჯახში არსებულ ვაკანსიებს შორის ყველაზე მთავარია, რადგან მას დედოფლის გვერდში დგომა მოუწევს იმ შემთხვევებში თუ მისი ქმარი პრინცი ფილიპი ან ავად გახდება, ან უკიდურეს შემთხვევაში გარდაიცვლება.

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღესაც ასეთი პატივის ღირსი გავხდებოდი", ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ანკრაჰასი.

აღსანიშნავია, რომ პრინცი ფილიპი, რომელიც ივნისში 96 წლის გახდა, უკვე რამდენიმე კვირაა საჯარო მიღებებზე დედოფლის გვერდით აღარ გამოჩენილა, მას კი სწორედ ახალი, ე.წ. პირველი მსახური ანაცვლებს.