რამდენიმე თვის წინ კვენტინ ტარანტინომ თქვა, რომ კინოდან წასვლას და წიგნი დაწერას აპირებდა, შემდეგ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ მხოლოდ ორ ფილმს გადაიღებს, შემდეგ კი სამუდამოდ დაემშვიდობება კინემატოგრაფს.

ასეა თუ ისე, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეჟისორი ჩარლზ მენსონის შესახებ ფილმი გადაიღებას აპირებს.

სიუჟეტი რომელიც ტარანტინომ აიარჩია, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა აშშ-ის ისტორიაში.

1969 წლის 8 აგვისტოს მუსიკოსმა და "მენსონის ოჯახის" ლიდერმა ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს უბრძანა, რომ ლოს-ანჟელესის გარეუბანში მდებარე სახლისთვის შეეტიათ.

მენსონის დავალებით სასტიკად ამოხოცეს სახლის მცხოვრებლები, მათ შორის იყო მსახიობი შერონ ტეიტი, რეჟისორ რომან პოლანსკის ორსული ცოლი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში მთავარ როლებს ჯენიფერ ლოურენსი და ბრედ პიტი შეასრულებენ, თუმცა როგორც ამბობენ რეჟისორს სურს ფილმში მარგო რობიმ და სამუელ ელ ჯექსონმაც ითამაშოს.