მეცნიერებმა ფოტონის ტელეპორტაცია დედამიწიდან ორბიტაზე შეძლეს
კვანტური რეკორდი
არც ისე დიდი ხნის წინ, ადრეულ 90-იანებში, მეცნიერები მხოლოდ სპეკულირებდნენ იმით, რომ კვანტური ფიზიკის გამოყენებით ტელეპორტაცია შესაძლებელი იყო. მას შემდეგ, ეს პროცესი სტანდარტული ოპერაცია გახდა კვანტური ოპტიკის ლაბორატორიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ფაქტობრივად, გასულ წელს, ორმა დამოუკიდებელმა გუნდმა მსოფლიოში პირველი კვანტური ტელეპორტაცია ჩაატარა ლაბორატორიის გარეთ.
ახლა კი, ჩინელმა მკვლევრებმა პროცესი რამდენიმე ნაბიჯით წინ წასწიეს: მათ წარმატებით მოახერხერს დედამიწიდან ფოტონის ტელეპორტირება მოძრავ თანამგზავრზე, რომელიც 500 კმ-ზე მეტით იყო დაშორებული.
სატელიტი, სახელად Micius, ძალიან მგრძნობიარე ფოტომიმღებია, რომელსაც შეუძლია მიწიდან გაშვებული თითოეული ფოტონის კვანტური მდგომარეობების დაფიქსირება. Micius-ის გაშვების მიზანი სწორედ ასეთი კვანტური თვისებების უკეთ გაგება იყო, რომელიც მოიცავს გადაჯაჭვულობას, კრიპტოგრაფიასა და ტელეპორტაციას.
ამ ტელეპორტაციის განხორციელება ამ ექსპერიმენტების ერთ-ერთ პირველ შედეგად დაანონსდა. გუნდმა არა მხოლოდ პირველი ობიექტის ტელეპორტირება მოახდინა მიწიდან ორბიტაზე, არამედ მათ შექმნეს პირველი თანამგზავრი-მიწის კვანტური ქსელი, რითაც დაამყარეს რეკორდი ყველაზე გრძელ მანძილში, სადაც კვანტური გადაჯაჭვულობა გაიზომა.
„გრძელ მანძილზე ტელეპორტაცია ყოველთვის ფუნდამენტური ელემენტი იყო ისეთ პროტოკოლებში, როგორიცაა დიდი მასშტაბის კვანტური ქსელები და დისტრიბუცირებული კვანტური გამოთვლები. ტელეპორტაციის წინა ექსპერიმენტები დიდ მანძილებზე შეზღუდული იყო 100 კილომეტრამდე, რადგან ფოტონები ოპტიკურ სადენებში ან სხვაგან იკარგებოდა“. - ამბობს ჩინელ მკვლევართა გუნდი.
რა არის ტელეპორტაცია?
კვანტურ ტელეპორტაცია დამოკიდებულია კვანტურ გადაჯაჭვულობაზე - სიტუაცია, სადაც კვანტური ობიექტების (მაგალითად, ფოტონების) ნაკრები ერთსა და იმავე დროსა და ადგილას წარმოიქმნებიან სივრცეში. ამ გზით, ისინი ერთ არსებობას იზიარებენ. ეს გაზიარებული არსებობა გრძელდება მაშინაც კი, როცა ისინი განცალკევებულები არიან - რაც იმას ნიშნავს, რომ ერთზე ჩატარებული გაზომვა მყისვე გავლენას ახდენს მეორეს მდგომარეობაზე, მიუხედავად მათ შორის მანძილისა.
ამ კავშირის გამოყენება შეიძლება კვანტური ინფორმაციის გადასაცემად. ეს მოხდება არსებული ინფორმაციის „გადმოწერით“, რომელიც დაკავშირებულია ერთი ფოტონის მეორე ფოტონზე გადაჯაჭვულობაზე. ეს მეორე ფოტონი პირველი ფოტონის იდენტობას იღებს.
ევრიკა! ტელეპორტაცია
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩინელმა მეცნიერებმა გადაჯაჭვული ფოტონების წყვილი მიწაზე შექმნეს, რომელიც 4000-ს ითვლიდა წამში. მათ ამ ფოტონებიდან ერთ-ერთი გაასხივეს თანამგზავრზე, ხოლო მეორე ფოტონი მიწაზე დატოვეს. საბოლოოდ კი, მათ გაზომეს მიწაზე და ორბიტაზე მყოფი ფოტონები და დაადასტურეს, რომ გადაჯაჭვულობა ნამდვილად ხდებოდა.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ამ ტექნოლოგიას გარკვეული ზღვარი გააჩნია. მაგალითად, დიდი სხეულების ტელეპორტირება გამორიცხულია. თეორიაში არ არსებობს მაქსიმალური მანძილი, მაგრამ გადაჯაჭვულობა ძალიან ფაქიზია და კავშირები შეიძლება ძალიან ადვილად დაირღვეს.
ამ ზღვრების მიუხედავად, ეს კვლევა გზას კვალავს კვანტური ტელეპორტაციის უფრო ამბიციურ კვლევებში. „ამ კვლევამ პირველად მოახერხა მიწიდან თანამგზავრზე ულტრაგრძელი მანძილის კვანტური ტელეპორტაცია - უმთავრესი ნაბიჯი გლობალური მასშტაბის კვანტურ ინტერნეტისკენ“. - ამბობენ მკვლევრები.
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
კომენტარები