სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევისთვის, მათ შორის გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალისთვის ორი ათასი ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების შესახებ On.ge-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან აცნობეს.

"შპს ფრესკო შოპინგ ცენტრის ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ კომპანია ნამდვილად ახორციელებს ვიდეოთვალთვალს სავაჭრო ობიექტების ქალი თანამშრომლებისთვის განკუთვნილ გამოსაცვლელ ოთახებში," - აღნიშნავენ პერსონალურ მონაცემთა დავების ინსპექტორის აპარატში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ფრესკოს მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის შესახებ მედიასაშუალებებს განუცხადეს.