მისისიპიში აშშ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა. კატასტროფის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

შემთხვევა მისისიპის შტატში, 10 ივლისს, ქალაქ ჯექსონიდან 160 კილომეტრის დაშორებით ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მოხდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაცვლილია.

კატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აშშ-ს საზღვაო ქვეითები კორპუსის წარმომადგენლის სარა ბერნსის თქმით სატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური პრობლემა აღმოაჩნდა.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისისიპიში მომხდარ ავიაკატასტროფას ტვიტერში დღეს, 11 ივლისს გამოეხმაურა. მომხდარს პრეზიდენტმა შემზარავი ტრაგედია უწოდა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.