Moonlight-ის რეჟისორი ბარი ჯენკინსი ჯეიმს ბოლდუინის წიგნის If Beale Street Could Talk ადაპტაციას გადაიღებს.

სიუჟეტი მოგვითხრობს ტიშის, ახლად დაქორწინებული ქალის ისტორიას, რომელიც თავისი საყვარელი მამაკაცის უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს. ფილმი წყვილის სიყვარულს, მათ ცხოვრებასა და სამართლიანობისთვის ბრძოლას ეხება.

"ჯეიმს ბოლდუინის რომანი იყო ზუსტად ის, რაც ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ამიტომ ვფიქრობ, ტიშისა და ფონის სიყვარული ეკრანზე ძალიან საინტერესოდ გადმოვა", ამბობს ჯენკინსი.

ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ შეასრულებს მთავარ როლებს ფილმში, თუმცა გამოსვლის თარიღად 2018 წელი სახელდება.