ილონ მასკი ჩვენს ხანაში მცხოვრები ერთ-ერთი უდიდესი წარმოსახვის მქონე ადამიანია - მიდის რისკებზე, აღწევს მიუღწეველ მიზნებს და ისეთი ამბიციური გეგმები აქვს, რომლებიც ძალიან ცოტას აქვს. ილონ მასკის ცხოვრებაში იმალება ისეთი გაკვეთილები, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ძალიან ბევრ რამეს ვისწავლით.

გარემოებებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა მასკის წარმატებაში - მაგალითად, მისი მამა ინჟინერი იყო და აიძულებდა მასკს, 14 წლიდან ემუშავა მასთან. ასევე ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ მამამისი მასკს პირველი ბიზნესისთვის კაპიტალით დაეხმარა.

ის პერსონალური თვისებები, ჩვევები და უნარები, რომელიც მასკმა ბავშვობიდან გამოიმუშავა, მისი წარმატების განუყოფელი ნაწილია. მას დაჟინებით უნდოდა, რომ განუწყვეტლივ ესწავლა, ამის მტკიცებულება კი ის არის, რომ როდესაც მასკი 8 წლის იყო, მან მთლიანი Encyclopedia Britannica წაიკითხა, რადგან აღარ დარჩა ბიბლიოთეკაში წასაკითხი წიგნები.

ის არ ერიდებოდა ისეთ მძიმე შრომას, როგორიცაა ბინძურ ბოილერში დაუღალავად თხრა. ის ასევე აქტიურად ეძებდა პრაქტიკულ სამუშაოებს დამსაქმებლებთან მოულოდნელი ზარებით. მასკს ასევე ძალიან უყვარდა რისკები, იყო შეუპოვარი და შეეძლო, განცდილი კრახის შემდეგ მალევე დაეწყო ყველაფერი თავიდან: მიდგომები და უნარები, რომლებმაც მას ერთმანეთზე რისკიან წამოწყებაში მოუტანა წარმატება, მიუხედავად მრავალი ეჭვისა და კრიტიკისა.

მისმა გარემოებებმა და იმ ხასიათმა, რომელსაც ის წლები აყალიბებდა, გახადა ის, რაც დღესაა. 9 წლის ასაკში მან მიიღო მნიშვნელოვანი და ნაკლებად სავარაუდო გადაწყვეტილება, რომ ეცხოვრა მამამისთან მშობლების განქორწინების შემდეგ - თავგადასავალი, რომელსაც მასკი მოგვიანებით „უბედურებას“ უწოდებს. მასკი დღემდე უარს ამბობს, რომ საკუთარი შვილი მამამისს გააცნოს. ეს კი ძალიან კარგად ასახავს იმას, თუ როგორი რთული იყო მამასთან ერთად მისი ცხოვრება. ილონ მასკს სკოლაშიც ამცირებდნენ ადრეულ ასაკში. მისი აზრით, თავისი ძლიერი ხასიათი სწორედ ასეთი გაჭირვებების გამო გამოუმუშავდა.

ქვემოთ მოცემული ინფოგრაფიკი, რომელიც ანა ვიტალმა შექმნა (ქართულად გადათარგმნილია On.ge-ს მიერ) და გამოქვეყნდა Funders and Founders-ში, გვამოგზაურებს მასკის ცხოვრებაში, სადაც მრავალი მნიშვნელოვანი მომენტი და ფაქტორია, რომლებმაც მასკის წარმატებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.

ფოტო: Founders & Founders / On.ge