საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურა აბაშიძე საქართველოს საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის მიზეზებზე საუბრობს. აბაშიძემ ამ მიზეზის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"იმას, რაც ხდება ოკუპაციის ხაზზე, აქვს ერთ-ერთი მიზანი, რომ აიძულოს ქართული მხარე, დაიწყოს საუბარი ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. საზღვრის დემარკაციაზე, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. არ არის გამორიცხული, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს ჩვენ ვერანაირ ვერ დავიწყებთ დე ფაქტო ხელისუფლებასთან ამ საკითხზე რაიმე სახის მოლაპარაკებებს. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ჩვენი მხრიდან საერთაშორისო საზოგადოების, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ზეწოლით ეს პროცესი შეჩერდეს, შეწყდეს", - აღნიშნა აბაშიძემ.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი კიდევ გაჩნდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს რუსმა სამხედროებმა სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს სიმართლეს არ შეესაბამება.