21 წლის ჰეიდენ კროსი უკვე სამი წელია რაც იურიდიულად კაცია.

ყურადღება ჰეიდენმა მას შემდეგ მიიპყრო, რაც გამოაცხადა, რომ სპერმის დონორისგან ორსულად იყო და გახდა პირველი ბრიტანელი კაცი, რომელმაც შვილი გააჩინა.

როგორც კროსის ოჯახის ამბობს, ჰეიდენს საკეისრო კვეთით, 16 ივნისს, გოგო - თრინითი ლეი გაუჩნდა.

"სექტემბერში სპერმის დონორი ვიპოვე და დავორსულდი, ახლა კი მყავს არაჩვეულებრივი გოგო, ის ჩემი ანგელოზია და უზომოდ ბედნიერი ვარ", თქვა The Sun-თან ინტერვიუში ჰეიდენმა.