8 ივლისს, 12:00 საათზე Red Bull Lelos 2017 წლის ფინალური მატჩი ყვარელში გაიმართა. ფინალში ერთმანეთს საქართველოს 16 საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდა. სამოყვარულო "თაჩ რაგბის" გამარჯვებული გუნდი ელიტა გახდა. მეორე ადგილზე გავიდა Red Bull Lelos 2016 წლის გამარჯვებული გუნდი Children, მესამე ადგილი კი გუნდმა აკადემიელები მოიპოვეს.

Red Bull Lelos სამოყვარულო თაჩ რაგბის ტურნირია, რომელიც წელს მესამედ ჩატარდა. შესარჩევი თამაშები 1 ივლისს ქუთაისში გაიმართა, 2 ივლისს კი - თბილისში.

შესარჩევი თამაშებიდან საქართველოს 14 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა. ორმა გუნდმა კი, WILD CARD მიიღო.

Red Bull Lelos მიზანი რაგბის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა.

სამოყვარულო თაჩ რაგბიში მონაწილეობის სურვილი წელს 70-მდე გუნდმა გამოთქვა. თაჩ რაგბის ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ მოყვარული და პროფესიონალი მორაგბეები. წესების მიხედვით, გუნდში მხოლოდ ერთი "დიდი ათიანის" მოთამაშე იყო დასაშვები. სამოყვარულო ტურნირი 2018 წელს ისევ გაიმართება.