Check in Georgia-ს ფარგლებში, ოზურგეთის რაიონში, Black Sea Arena-ზე, 21 აგვისტოს, ნინო ქათამაძის კონცერტი იმართება. ღონისძიებაში 145 449 ლარი დაიხარჯება.

ისევე როგორც ბილეთების გასაყიდად, ასევე კონცერტის გასამართად, შპს ბლექ სი არენა ჯორჯიამ ხელშეკრულებები უკვე გააფორმა. ღონისძიების ორგანიებისთვის ხელშეკრულება შპს ბუკაჯაზ ენთერთეინმენთთან 7 ივნისს გაფორმდა. 145 449 ლარად გათვალისწინებულია პროდიუსერის, მუსიკალური ხელმძღვანელის, მენეჯერის, ხმის რეჟისორის, ნინო ქათამაძის, ორკესტრისა და სხვა პირების ჰონორარები და ხარჯი.

კონცერტის ბილეთებს TkT.GE გაყიდის. ბილეთების ღირებულება 10 ლარიდან დაიწყება და მაქსიმალური ღირებულება 70 ლარი იქნება. გარდა 10 და 70-ლარიანი ბილეთებისა, შესაძლებელია კონცერტზე 15, 25, 30 და 50 ლარად დასწრება. სულ ჯამში 6 704 ბილეთის გაყიდვა იგეგმება, რისთვისაც TkT.GE 7 700 ლარს მიიღებს.