მარიამ ხაჭვანის ქართული ფილმი "დედე" კარლოვი ვარის კინოფესტივალზე სექციაში East of the West ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა.

"პრემიერის დროს ძალიან ვღელავდი, მაინტერესებდა როგორ მიიღებდა მაყურებელი ფილმს, მაგრამ რომ დამთავრდა ფილმი დიდი ოვაციებით შეგვხდნენ, დიდხანს უკრავდა მაყურებელი ტაშს რამაც ძალიან დამაიმედა, შემდეგ ეტაპობრივად ქვეყნდებოდა კრიტიკოსების შეფასებები სადაც ქულების მხრივ ვლიდერობდით კონკურსში და მინდა ასევე ავღნიშო მთავარ კონკურსშიც მხოლოდ ერთი ფილმი გვისწრებდა მონაცემებით და როდესაც ფესტივალის დირექტორმა ჩემი ტელეფონის ნომერი მოითხოვა მივხდი რომ უპრიზოდ არ ჩამოვდიოდი, მაგრამ მაინც ძაან ვინერვიულე სცენაზე. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ჯგუფს, მხარდამჭერებს, კინოცენტრის დირექტორს ზურა მაღალაშვილს და მის მეუღლეს რუსუდან გლურჯიძეს, რომლებიც გვერდში გვედგნენ", უთხრა On.ge-ს ფილმის რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალზე ორ ქართული ფილმი უჩვენეს: გიორგი ოვაშვილის "ხიბულა" და მარიამ ხაჭვანის "დედე".

"დედეს" პრემიერა საქართველოში ბათუმის კინოფესტივალზე შედგება, თბილისში მისი ნახვა კი ნოემბერში იქნება შესაძლებელი.