მოსკოვმა და ერევანმა ერთმანეთის ელჩები დაიბარეს, ქვეყნებს შორის ურთიერთობა უარესდება
სომხეთის მთავრობამ დაიბარა სომხეთში რუსეთის ელჩი, რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის ეთერში სომხეთის მთავრობასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო.მალევე, მოსკოვმა დაიბარა სომხეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელიც.
ორშაბათს, რუსეთის "პირველმა არხმა" ეთერში გაუშვა ერთსაათიანი გადაცემა, სახელწოდებით: "ნიკოლ ფაშინიანი: უბედურების მაცნე". გადაცემა ფოკუსირებული იყო, უმეტესად, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე, როგორ მოვიდა ის ხელისუფლებაში, ქუჩის საპროტესტო აქციების შედეგად 2018 წელს. გადაცემაში მიწვეულმა ექსპერტებმა ამას დასავლეთისგან დაფინანსებული "ფერადი რევოლუცია" უწოდეს.
გადაცემის გამო, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სამშაბათს, ელჩი სერგეი კოპირკინი დაიბარა. გადაცემაში სომეხი მაღალჩინოსნების შესახებ გაკეთებული განცხადებები,მათი შეფასებით, "შეურაცხყმყოფელი და სრულიად მიუღებელია".
ელჩის დაბარებას, მომდევო დღეს, რუსმა მაღალჩინოსნებმა მოსკოვში სომხეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის დაბარებით უპასუხეს. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, "საქმე ეხება [სომხურ მედიაში] გამოქვეყნებულ ოდიოზურ პუბლიკაციებს, რუსეთის ხელისუფლების, რუსი დიპლომატების და სამშვიდობო მისიის წარმომადგენლების შესახებ, რომლებიც სიცოცხლეს რისკავენ სომეხი ხალხის უსაფრთხოებისთვის".
გადაცემა რუსეთის "პირველი არხის" ეთერში მას შემდეგ გავიდა, რაც ფაშინიანმა, ევროპარლამენტში გამოსვლისას, მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების და, ასევე, სომხეთის მოკავშირეების უმოქმედობა გააკრიტიკა.
ფაშინიანის კრიტიკა შეეხო მცდელობასაც, ომი, ჰუმანიტარული მდგომარეობა და საგარეო უსაფრთხოების საკითხები "სომხეთის დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დასამხობად" გამოეყენებინათ.
ფოტო: რუსეთის სამშვიდობო ძალების კუთვნილი სატვირთო მანქანა მთიან ყარაბაღში. მისია გააკრიტიკეს სომხეთში მას შემდეგ, რაც მან ვერ აღკვეთა აზერბაიჯანის არმიის შეტევა მთიან ყარაბაღზე. Tom Videlo/OC Media.
რუსული სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტო TASS ციტირებს რუს მაღალჩინოსანს, რომელმაც დაგმო ფაშინიანის გამოსვლა და "აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და პროვოკაციული" უწოდა, განსაკუთრებით — რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით. მაღალჩინოსნის მტკიცებით, მოსკოვი სომხეთის "ნომერ მესამე უკრაინად" გადაქცევის მცდელობებს ხედავდა, მოლდოვა კი იყო "უკრაინა ნომერი ორი".
ორ ქვეყანას შორის ბოლოს მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობის ფონზე, ეს სულ ბოლო დიპლომატიური დაპირისპირებაა.
The Wall Street Journal-თან ბოლო ინტერვიუში, ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი ვერ ხედავს ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ყოფნით სარგებელს, თუმცა მან თქვა, რომ ამჟამად არ მიმდინარეობს დისკუსიები გიუმრის ბაზიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ.
ამასთან, რუსმა დეპუტატებმა, გადაწყვიტეს, გადაედოთ კანონპროექტის განხილვა, სამეწარმეო და სამუშაო საქმიანობის მიზნით სომხური მართვის მოწმობის აღიარების შესახებ.
უკმაყოფილებას რუსეთი, ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, ხშირად გამოხატავს. ოქტომბრის დასაწყისში, სანამ სომხეთის პარლამენტი რომის სტატუტის რატიფიცირებას დაუჭერდა მხარს, სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე გაჩერებული იყო სომხეთის 60 სატვირთო მანქანა, რომელსაც რუსეთში ბრენდი გადაჰქონდა.
ეს იყო რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის მორიგი რაუნდი
ორშაბათს რუსულ სახელისუფლებო არხზე გასულმა გადაცემამ სომხეთში აღშფოთება გამოიწვია. სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელდა ეთერში გასული გრაფიკა, სახელწოდებით "სოროსის აგენტები". ფოტოზე პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, ვიცე-პრემიერი მერ გრიგორიანი, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი და სხვები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, გამოსახულები არიან უნგრელ-ამერიკელი მილიარდერის და ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის მარიონეტებად.
ფოტო: გრაფიკა ასახავს ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებში გავრცელებულ კონსპირაციას, რომ ჯორჯ სოროსი მსოფლიოს მმართველთა შორის არის.
ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა საიტმა FIP.am გადაცემაში გასული რამდენიმე ყალბი ინფორმაცია ამხილა. მაგალითად, მათ მიუთითეს, რომ ფაშინიანს არასოდეს განუცხადებია საჯაროდ, რომ "არცახი თავის ტკივილია" და "მისი გადაცემის შემთხვევაში, სომხეთს გაეხსნება გზა აზერბაიჯანისკენ, თურქეთისა და ირანისკენ", როგორც ამას გადაცემაში ამტკიცებდნენ.
კიდევ ერთ შემთხვევაში, შოუში მიწვეული ერთ-ერთი ექსპერტი, ალექსანდრ არატამონოვი ამბობდა, რომ სიუნიკში არის კიდევ 6 აზერბაიჯანული სოფელი, რომელსაც ბაქო მოითხოვს, თუმცა, ბაქოს პრეტენზია, "ექვს ოკუპირებულ სოფელზე", ტავუშის პროვინციაში მდებარე ექსკლავებს ეხება.
გადაცემის წამყვანი ამტკიცებდა, რომ აზერბაიჯანის მიერ 2022 წლის სექტემბერში სომხეთზე თავდასხმამდე, ფაშინიანმა სომხეთში ნატოს ჯარები ჩაიყვანა. თუმცა, ეს არა ნატოს ჯარები, არამედ ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია იყო, რომელსაც წამყვანმა ნატოს კონტინგენტი უწოდა. მისია სომხეთში ჩავიდა აზერბაიჯანის შეტევის შემდეგ, რადგან კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის დახმარება ვერ მიიღეს.
კიდევ ერთ პუბლიკაციაში FIP.am ამტკიცებს, რომ ორი ექსპერტი გადაცემაში მიიწვიეს იმისთვის, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო გზავნილები გაევრცელებინათ.
სტუმრებს შორის იყო ანდრანიკ ტევანიანი, სომხეთის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის თანამოაზრე. ტევანიანი სექტემბერში, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის შეჭრის შემდეგ, ერევანში გამართული აქციების ერთ-ერთი ლიდერი იყო.
ატლანტიკური საბჭოს DFRLab აღნიშნავს, რომ სექტემბერში, როდესაც საზოგადოების მღელვარება მაღალი იყო, კრემლის მომხრეები ტელეგრამზე, ტემპერატურის კიდევ უფრო აწევას, დეზინფორმაციის გავრცელებით და ხელისუფლების დამხობის მოწოდებით ცდილობდნენ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს
გადახედვა
-
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირმა მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 120 მილიონი ევრო გამოყო ევროკავშირმა მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 120 მილიონი ევრო გამოყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
-
"რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა "რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა
გადახედვა
-
მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
-
წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
-
"ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია" — მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე "ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია" — მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს
-
რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს? რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს?
გადახედვა
-
რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს? რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს?
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს ეუთოს მისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს ეუთოს მისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს
გადახედვა
-
როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე? ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე?
-
როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს? როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს?
გადახედვა
-
"ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე "ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე
გადახედვა
-
მსუქანი, შავკანიანი, ბედნიერი გოგო ვარ, ყოველთვის ეცდებოდნენ ჩემს განადგურებას — ლიზო მსუქანი, შავკანიანი, ბედნიერი გოგო ვარ, ყოველთვის ეცდებოდნენ ჩემს განადგურებას — ლიზო
გადახედვა
კომენტარები