6 ივლისს, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა, ავსტრიის დედაქალაქ ვენის ისტორიული ცენტრი, საფრთხის ქვეშ მყოფ ობიექტთა სიაში შეიყვანა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი სასტუმრო ინტერკონტინენტალია, რომლის სიმაღლეც საფრთხეს უქმნის ობიექტის საყოველთაო ღირებულებას.

ვენის მდიდრული არქიტექტურული ძეგლები, ბაროკოს ციხეები და ბაღები იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში ჯერ კიდევ 2001 წელს შეიტანა.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესია 2 ივლისს გაიხსნა და 12 ივლისამდე გაგრძელდება.