გადაუღებელი წვიმის მიუხედავად, ბათუმში Maroon 5-ის კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. საოცრებათა მოედანზე ამერიკული ჯგუფი თავისი ცობილი ჰიტებით Sugar, PayPhone, Moves like Jagger, She Will Be Loved და სხვა სიმღერებით წარდგა.

იმის გამო, რომ ბათუმში კონცერტამდეც და კონცერტის მიმდინარეობის დროსაც შეუჩერებლად წვიმდა, ქართველი მსმენელი საოცრებათა მოედანზე საწვიმრებში გამოწყობილი და ქოლგებით ხელში დახვდა ამერიკულ ჯგუფს.

Maroon 5-ის თაყვანისმცემლები ბათუმში გამართულ კონცერტზე.

ფოტო: ნინა კოპალეიშვილი / On.ge

Maroon 5-ის თაყვანისმცემლები ბათუმში გამართულ კონცერტზე.

ფოტო: ნინა კოპალეიშვილი / On.ge

Maroon 5-ის სცენაზე გამოჩენამდე მსმენელის განწყობაზე რამდენიმე საათის განმავლობაში Parov Stelar-ის ბენდის ერთ-ერთი წევრი ზრუნავდა, მოგვიანებით კი ადამ ლევინიც გამოჩნდა.

Maroon 5-ის თაყვანისმცემლები ბათუმში გამართულ კონცერტზე.

ფოტო: კულტურის სამინისტრო

გარდა თავისი ცნობილი სიმღერებისა Maroon 5-მა ქართველი მსმენელისთვის განსაკუთრებული სიურპრიზიც მოამზადა და ადამ ლევინმა სცენაზე სამღერად ანსამბლ ერისიონის წევრები გამოიყვანა. სწორედ მათთან ერთად დაიწყო მან თავისი ჰიტის PayPhone-ის შესრულება, რომელსაც შესავალი ერისიონმა გაუკეთა.

აღსანიშნავია, რომ კონცერტამდე ერთი დღით ადრე, როდესაც ჯგუფი საქართველოს ეწვია, აღფრთოვანებული დარჩა ერისიონის სიმღერით და მათი ვიდეო თავის Facebook გვერდზეც გამოაქვეყნა.

ერთ-ერთმა მსმენელმა, მარიამ გვენცაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ წვიმის მიუხედავად კონცერტით მაინც კმაყოფილი დარჩა:

"ძალიან მაგარი იყო ერისიონთან ერთად რომ იმღერა. ისედაც ყველა სიმღერა იმღერა, რაც მიყვარდა".

აღსანიშნავია, რომ წვიმის გამო, კონცერტის მიმდინარეობისას სცენაზე რამდენჯერმე ჩააქვრეს შუქი იმისთვის, რომ აპარატურა წყლისგან გაეწმინდათ.

მსმენელთა ნაწილი კი კონცერტით უკმაყოფილო დარჩა. მათი უმეტესობა ამბობდა, რომ მუსიკის ხმა კარგად არ ისმოდა და ჯგუფმაც ცოტა სიმღერა იმღერა.

ირაკლი გვენცაძემ აღნიშნა, რომ მოლოდინები არ გაუმართლდა და ეგონა, რომ ჯგუფი ბევრად მეტ სიმღერას იმღერებდა:

"არ მესმოდა კარგად ხმა. თვითონ მომღერალმაც მგონია, რომ მოვალეობის მოხდის მიზნით იმღერა".

თაკო ბიძინაშვილმა კი აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა იმაში იყო, რომ კონცერტი კარგად ორგანიზებული არ იყო:

"მგონია, რომ უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ იწვიმებდა. თან ცოტა სიმღერა შეასრულა და ხმაც კარგად არ ისმოდა".

Adam Levine

Adam Levine

ბათუმში ამერიკული ჯგუფის Maroon 5-ის კონცერტი გაიმართა.

ფოტო: კულტურის სამინისტრო

Adam Levine

Adam Levine

ბათუმში ამერიკული ჯგუფის Maroon 5-ის კონცერტი გაიმართა.

ფოტო: კულტურის სამინისტრო

Maroon 5-ის კონცერტი საქართველოში სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართა. პროექტის ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვია ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, Maroon 5. სულ მალე კი ქუთაისში კი ხოსე კარერასის კონცერტი გაიმართება.

ღონისძიებები აპრილში დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. პროექტი ასევე მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებსა და 35 ფესტივალს - თეატრალური ფესტივალები, კინოფესტივალები, მუსიკალური ფესტივალები, ანიმაციური ფილმების ფესტივალები და სხვა.

Adam Levine

Adam Levine

ბათუმში ამერიკული ჯგუფის Maroon 5-ის კონცერტი გაიმართა.

ფოტო: კულტურის სამინისტრო

Adam Levine

Adam Levine

ბათუმში ამერიკული ჯგუფის Maroon 5-ის კონცერტი გაიმართა.

ფოტო: კულტურის სამინისტრო