რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმების Before Sunrise, Before Sunset და Before Midnight-ის ვარსკვლავი ჯული დელფი ახალი დრამის გადასაღებად ემზადება.

My Zoe ასე ერქმევა ფილმს, რომელშიც დელფი რეჟისორის, სცენარისტისა და მთავარი როლის ამპლუაში ერთდროულად მოგვევლინება.

ფილმის სიუჟეტი ქმარს ახლადგაცილებული ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი შვილის დაცვას ცდილობს იმ ტრაგედიის შემდეგ რომელიც მის ცხოვრებაში მოხდება.

ფილმის პრემიერა 2018 წელს იგეგმება.