ამერიკელმა სტუდენტმა მაკენ გრინვალდმა გადაწყვიტა, ჰოლივუდის დიდების ხეივანში მისულიყო, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ვარსკვლავი გაეწმინდა და სხვებისთვის მოეწოდებინა, რომ პატივი ეცათ მათი პრეზიდენტისათვის.

20 წლის სტუდენტი იმედოვნებდა, რომ მისი საქციელი მისაბაძი გახდებოდა და ტრამპის მიმართ სხვებიც გამოხატავდნენ მეტ პატივისცემას. საქციელი მისაბაძი ნამდვილად გახდა, თუმცა სულ სხვა კუთხით.

სხვადასხვა ადამიანები ჰოლივუდის დიდების ხეივანში მიდიან და მათი საყვარელი მსახიობების ვარსკვლავებს წმენდენ. ძირითადად კი შოუ-ბიზნესის იმ წარმომადგენლების, რომლებიც ტრამპის წინააღმდეგ არიან.

ყველა მათგანი მაკენ გრინვალდის ტექსტს იმეორებს და მსახიობებს, მომღერლებსა და ტელეწამყვანებს თავიანთ პრეზიდენტებად მოიხსენიებს.